თეგი: ტყის ხანძრები

ევროპაში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა

ევროკავშირში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა. ცეცხლმა უკვე 660 ათასი ჰექტარი გაანადგურა.  საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი  2022 წლის დასაწყისიდან ხანძარმა ლუქსემბურგზე ორჯერ მეტი ფართობი მოიცვა. 2017 წელს ევროკავშირში ტყის ხანძრების შედეგად, აგვისტოში დაახლოებით 420,000 ჰექტარი დაიწვა. ოქტომბერში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის მასივის მოცულობა 988,087 ჰექტრამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ ხანძრის სეზონი შორს არის დასრულებისგან, EFFIS-მა განაცხადა რომ წელს შესაძლოა, ახალი რეკორდი დამყარდეს. ტყის ხანძრების გამო ჩრდილოეთ მაკედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ევროკავშირში ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად ესპანეთი, რუმინეთი და პორტუგალია დაზარალდა. საფრანგეთში ამ კვირაში 60,000 ჰექტარზე მეტი დაიწვა. რაც ბევრად აღემატება ქვეყნის წინა რეკორდს. 2019 წელს 43,600 ჰექტარი დაიწვა.  2010 წლიდან ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში ხანძრების რაოდენობის მზარდი ტენდენცია შეინიშნება. როგორც ცნობილია, ევროპის ამჟამინდელი გვალვა შესაძლოა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე აღმოჩნდეს.  

რუსეთის 18 რეგიონში ტყის ხანძარი მძვინვარებს

რუსეთის სულ მცირე 18 რეგიონში ტყის ხანძარია. ტიუმენისა და კურგანის რეგიონებში შვიდი ადამიანი დაიღუპა.14 დაშავდა. ხანძარმა 42 სახლი გაანადგურა. რეგიონის გუბერნატორმა ვადიმ შუმკოვმა მოსახლეობას საფრთხის არსებობის შემთხვევაში ევაკუაციისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ქონების სრული დაკარგვის შემთხვევაში დაზარალებულები მიიღებენ 50 ათას რუბლს. კურგანის რეგიონში სისხლის სამართლის საქმე გულგრილობის მუხლით აღიძრა.  რუსული მედიის ცნობით, 8 მაისის დილისთვის რუსეთში 154 ტყის ხანძარი მძვინვარებდა. რეგიონული ხელისუფლება და ორგანიზაცია „გრინპისი“ სტიქიურ კატასტროფაში ადამიანების დანაშაულს ხედავენ. მათი ვარაუდით, ხანძარი ბალახის დაწვისა და ჩაუმქრალი კოცონების გამო ჩნდება.  

ევროპაში ტყის ხანძრებია

მეხანძრეებს ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებთან უწევთ გამკლავება. ხორციელდება ათასობით ადამიანის ევაკუაცია. ხანძრებია ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე, საბერძნეთსა და შვეიცარიაში. სამხრეთ შვეიცარიაში ტყის ხანძარს ასზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხანძარი გუშინ სოფელ ბიტჩთან ახლოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე სოფლების 200-ზე მეტი მცხოვრებიც ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარი ამ დროისთვის 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, მანქანებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში გავრცელდა. საბერძნეთმა ტყის ხანძრებთან გამკლავებაში დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა. ბლოკმა ქვეყანაში იტალიიდან და საფრანგეთიდან ოთხი თვითმფრინავი გაგზავნა.  

BBC: ჩრდილოეთ იტალიას ქარიშხალი ანადგურებს, სიცილიას - ტყის ხანძრები

სიცილიაზე რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურის შემდეგ, ტყის ხანძრები მძვინვარებს. ქალაქი პალერმო ცეცხლით არის გარშემორტყმული. ამავდროულად, ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი ქარიშხალი და ძლიერი ქარია, რომელმაც ამოხარა ხეები და შენობებს სახურავები გადახადა. იუწყება BBC. ტენისის ბურთის ზომის სეტყვამ დააზარალა ადამიანები, დააზიანა მაქანები და გაანადგურა მოსავალი. 16 წლის გოგო დაიღუპა, როდესაც ქალაქ ბრეშიას მახლობლად, საზაფხულო ბანაკში ხე დაეცა კარავს, სადაც გოგოს ეძინა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილია შუახნის ქალიც. იმავდროულად, სიცილია ებრძვის ტყის ხანძრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქალაქებსა და მთელ კუნძულს. ორშაბათს კატანიაში 47,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა. კუნძულის ირგვლივ რამდენიმე კურორტმა და ტურისტულმა ცენტრმა სტუმრების ევაკუაცია დაიწყო. პალერმოს აეროპორტი დროებით დაიკეტა საჰაერო მიმოსვლისთვის სამშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც მის გარშემო ბორცვებში გაჩენილმა ხანძარმა აეროპორტის პერიმეტრს მიაღწია. რამდენიმე რეგიონმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრების პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რომლის დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში. „ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება მოქალაქეებს დაეგზავნებათ,“ აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეკომენდაციებსა ავრცელებს. რეკომენდაციები ტყის ხანძრების პრევენციისთვის: • ნუ დაწვავთ ნარჩენებს, მცენარეებს ან სხვა მასალებს ტყეში• ნუ გადააგდებთ ანთებულ სიგარეტს ტყეში• ნუ დაანთებთ ცეცხლს ტყეში, გამხმარი მცენარეებით მოფენილ ნიადაგზე• თვითაალების საშიშროებიდან გამომდინარე, მოერიდეთ ტყეში ან მის სიახლოვეს ნარჩენების დაყრას• ყურადღება მიაქციეთ ტყის მიმდებარედ ამკრძალავ ნიშნებს დაიცავი ტყეში ქცევის წესები, გაუფრთხილდი გარემოს. მიმდინარე კვირაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 41 გრადუსს მიაღწიოს

კანადაში, ტყის ხანძრის გამო, 15 000-მდე ოჯახის ევაკუაციას გეგმავენ

BBC-ის ცნობით, კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, ტყის ხანძრების გამო, ხელისუფლებამ დაახლოებით 15 000 ოჯახისთვის ევაკუაციის განკარგულება გასცა. პროვინციაში, სადაც ხანძრის ასობით კერას ებრძვიან, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გარემოსდაცვის მინისტრის, შეინ ტომპსონის თქმით, მხოლოდ ქალაქ იელოუნაიფიდან, რომლის მოსახლეობა 20 000 ადამიანს შეადგენს, დაახლოებით 19 000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება ტყის ხანძრების გამოწვევის რისკებს ზრდის.  

ტყის ხანძრების გამო, დარდანელის სრუტე დროებით დაიხურა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძრების გამო, დარდანელის სრუტე დროებით ჩაკეტეს. დროებით დაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი. ხანძრის ჩაქრობას რვა თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი და 1 100 მეხანძრე ცდილობს. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ხანძრების დროს 83 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია. ხანძრების გამო საკუთარი სახლებიდან ცხრა სოფლის მოსახლეობა ჯამში – 1 251 ადამიანი გაიყვანეს. ევაკუაცია განხორციელდა ჩანაქკალეს სამხედრო საჰაერო ძალების სამეთაურო პუნქტიდან და ადგილობრივი უნივერსიტეტის კამპუსიდანაც.  

საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი 79 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით, 79 ადამიანი დააკავეს. საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი აცხადებს, რომ „ნაძირლები აჩენენ ხანძარს, რომელიც საფრთხეს უქმნის ტყეებს, კერძო საკუთრებას და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სიცოცხლეს.“ „ჩვენ გიპოვით, პასუხს აგებთ,“ - განაცხადა კიკილიასმა BBC-ის ცნობით. ამასთან, საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა პავლოს მარინაკისმა განაცხადა, რომ ხანძრის განზრახ გაჩენის თაობაზე სერიოზული მტკიცებულებები არსებობს. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება. „ჯამში, ამ დროისთვის 140-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათგან 79 ეჭვმიტანილია ცეცხლის გაჩენაში," - განმარტა მარინაკისმა. მან აღნიშნა, რომ განზრახ ცეცხლის გამჩენებს "ყველაზე უარეს დამნაშავეებად" მიიჩნევს. დიდი ხანძრის კერა საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისთან გაჩნდა, რაც ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩის თქმით, ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე საშინელი ხანძარია. ათენის მახლობლად, პარნასის მთაზე, დედაქალაქის მიმდებარე ტყეში ხანძარი მძვინვარებს, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ პარკს. როგორც BBC წერს, ამ კვირის დასაწყისში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში, ევროსის რეგიონის მახლობლად, 19 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამასთან, ორშაბათს ბეოტიის რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად მწყემსი დაიღუპა.